27 დეკემბერი 2024,   05:29
ვრცლად
„პოლიტიკურად უტიფარი დამარცხებული პარტია“ - გიგა ბოკერია „ქართულ ოცნებაზე“ საუბრობს

„პოლიტიკურად უტიფარი დამარცხებული პარტია,“- ასე მოიხსენია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „კვირის აქცენტების“ პირდაპირ ეთერში „ქართული ოცნება“.

მისი თქმით, წარმოდგენილი მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. „ევროპული საქართველო“ არჩევნების მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს მხარს დაუჭერს.

გიგა ბოკერიას თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძემ უნდა გაიმარჯვოს, შემდეგ კი უკვე საპარლამენტო არჩევნებზე უნდა ისაუბრონ.

„ერთი საკითხია, როგორც უკვე დათო ბაქრაძემ თქვა, ჩვენს პარტიულ ამოცანას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ არსებობს ამის მიღმა სხვა სიბრტყეში, რაღაც თვალსაზრისით ბევრად უფრო მაღალ სიბრტყეში ჩვენი ეროვნული ამოცანა, რომ ივანიშვილის გუნდის გამარჯვების დაშვება, განსაკუთრებით ამ კანდიდატით, რომელიც წარმოგვიდგინეს, ეს იყო საფრთხე ჩვენი ეროვნული ინტერესები და მის არ დაშვება არის ჩვენი მთავარი ამოცანა,“- აღნიშნა ბოკერიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები