„უდიდესი შანსია, რომ გრიგოლ ვაშაძემ პირველივე ტურში მოიგოს,“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „კვირის აქცენტების“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი განმარტებით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი არსებული მონაცემებით, არჩევნებში ლიდერობს.
ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამარცხდა. ნიკა მელიას განცხადებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები თავად მოითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.
„მოატყუა „ოცნებამ“, მოატყუეს „ოცნება“. „ქართული ოცნება“ დამარცხდა, მთავარი რამ წააგო „ქართულმა ოცნებამ“, აღარავის სჯერა მათი, მხილებულნი არიან საარაკო ტყუილებში. „ქართული ოცნების“ დეპუტაციის უდიდესი ნაწილი თავად მოითხოვს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს,“- განაცხადა ნიკა მელიამ.