27 დეკემბერი 2024,   05:06
ვრცლად
ამომრჩევლის მოსყიდვა, კოორდინატორების მობილიზება - ადგილობრივები სადამკვირვებლო მისიები დარღვევებზე საუბრობენ

ადგილობრივები სადამკვირვებლო მისიები საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას აფასებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ფიქსირდებოდა ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტები. მათი განმარტებით, ფულის გადაცემის ფაქტებს სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები შეესწრნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის სავარაუდო ნიშნები იკვეთება.

მათი თქმით, საარჩევნო უბნების წინ მობილიზებულები იყვნენ კოორდინატორები და ამომრჩევლის ნებაზე კონტროლი ხდებოდა.

„ამ ეტაპზე უბნების შიგნით კენჭის ყრის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა, იყო სხვადასხვა სახის პროცედურული დარღვევები და ხარვეზები, რომელიც რიგი მათგანი სერიოზული იყო. ამასთან უბნების გარეთ მიმდინარე პროცესებიდან ჩვენთვის საყურადღებო იყო პარტიული აქტივისტების მიერ საარჩევნო უბნების გარშემო პერიმეტრზე მობილიზება და ამომრჩევლების აღრიცხვა სიების მეშვეობით, რაც ამომრჩევლის ნების კონტროლის მცდელობაა,“- განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები