27 დეკემბერი 2024,   05:14
ვრცლად
„ყველა დიდ ქალაქში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ" - გიორგი ვაშაძე

„ყველა დიდ ქალაქში დამაჯერებლად გავიმარჯვეთ,“- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მან ამ დროისთვის არსებული მონაცემები წარადგინა და აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძე დამაჯერებლად ლიდერობს. ვაშაძის განმარტებით, ხმების დათვლას ელოდებიან თბილისში. 

მისი თქმით, შტაბი მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს. ვაშაძის ინფორმაციით, ახალქალაქში კრიტიკული სიტუაციაა,

„რუსთავში ყველა უბანი მოვიგეთ, თელავში, თითქმის, ყველა უბანი, რაც დამთავრებულია დათვლა, მოვიგეთ, ქუთაისი 50%-ზე მეტი გვექნება სავარაუდოდ,  ზუგდიდი, თითქმის, ყველა უბანი მოვიგეთ, ქუთაისი, ბათუმიც, ველოდებით თბილისში მონაცემებს, სადაც გარკვეულ უბნებზე არის დაძაბულობა. შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე შეხვიდეთ, სადაც 290 უბნის მონაცემებია შეყვანილია 3 ათას 637 უბნიდან, გრიგოლ ვაშაძეს აქვს 40,6%, სალომე ზურაბიშვილს - 35,91%, დავით ბაქრაძეს - 10%,“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები