27 დეკემბერი 2024,   05:20
ვრცლად
უშუქო საქართველო - საარჩევნო უბნებზე ბიულეტინების დაცვა ფიზიკურად უწევთ {ფოტო}

„რუსთავი 2"-ს მოქალაქეები ატყობინებენ, რომ ძალიან ბევრ საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია გათიშულია. ადგილობრივების ინფორმაციით, მაგალითად, ქუთაისში, ნიკეას დასახლებაში ამბობენ, რომ ზუსტად 20:00 საათზე დენი გაითიშა.

მოსახლეობას „რუსთავი 2"-ს ატყობინებს, რომ ბათუმის 58-ე საარჩევნო უბანზე 19:00 საათზე ელექტროენერგია გაითიშა და დაახლოებით, 9-ის ნახევრამდე ელექტროენერგია არ აღდგენილა. ადგილობრივების ინფორმაციით, დენი თბილისისა და რუსთავის გარკვეულ უბნებშიც გაითიშა.

„რუსთავი 2-ს“ ემიგრანტებიც დაუკავშირდნენ და განაცხადეს, რომ საარჩევნო უბნებზე საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეები მისული სიებში არ ფიქსირდებოდნენ.

ბათუმში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები ზეიმობენ.

„რუსთავი 2"-ს ფოტოები მიაწოდეს, სადაც ნაჩვენებია, რომ კომისიის წევრები საარჩევნო უბნებზე ლოცულობდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები