27 დეკემბერი 2024,   04:39
ვრცლად
"201 უბნიდან არის 39.9% გრიგოლ ვაშაძე, 36.9% ეს არის სალომე ზურაბიშვილი, დავით ბაქრაძე ზუსტად 10%" - გაერთიანებული ოპოზიცია

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველადი მონაცემები სავარაუდოდ ერთ საათში გამოცხადდება. ცესკოს გვერდზე იტვირთება ცალკეული უბნების მონაცემები. საზღვარგარეთიდან შემოსული ინფორმაციით, ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი.

ზუგდიდს კი ფაქტობრივად სრულად იგებს გრიგოლ ვაშაძე. ასევე რამდენიმე უბანი აქვს მოგებული რუსთავში, საჩხერეში კი ძირითადად ყველა დათვლილ უბანს იგებს სალომე ზურაბიშვილი.

არსებობს ინფორმაცია, რომ მთაწმინდაზე შესაძლოა ლიდერობდეს გრიგოლ ვაშაძე. ამ დროის მონაცემებით, ბოლნისში რამდენიმე უბანს იგებს სალომე ზურაბიშვილი, დმანისის რამდენიმე უბანს კი გრიგოლ ვაშაძე.

ცოტა ხნის წინ გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ცესკოში მივიდნენ და მათ მონაცემების დროულად ატვირთვა მოითხოვეს. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ გრიგოლ ვაშაძემ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა დათვლილი უბნების უმრავლესობაში.  

„მოცემულ მომენტში შედეგი შემდეგია: 201 უბნიდან არის 39.9% გრიგოლ ვაშაძე, 36.9% ეს არის სალომე ზურაბიშვილი, დავით ბაქრაძე ზუსტად 10%,“-ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ზურაბ ხარატიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები