27 დეკემბერი 2024,   05:24
ვრცლად
საგანგებო შეკრება "ქართული ოცნების" ოფისში - შეხვედრას ივანიშვილი და ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსანი დაესწრო

პირველი კონსულტაციები ქართული ოცნების ყველა მაღალჩინოსნის მონაწილეობით - ქართული ოცნების ოფისში გაფართოებულ შეხვედრას პირადად ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლების უმაღლესი მაღალი თანამდებობის პირები.

განხილვის საგანი, როგორც თავად ქართულ ოცნებაში აცხადებენ, იყო პარტიის გეგმები და ის სტრატეგია, რომლითაც არჩევნების მეორე ტურის გამართვამდე იმუშავებს ოცნება.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, პარტიაში ამბობენ, რომ მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა არ მომხდარა და ისინი მის განცხადებას ელოდებიან. სწორედ ამ მიზეზით, ქართული ოცნების წევრების თქმით, სალომე ზურაბიშვილი არ მონაწილეობდა ამ შეხვედრაში.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველი გუნდის წევრებმა არ დაადასტურეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ გაფართოებულ შეხვედრაზე არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხს განიხილავდნენ.

მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, გაგრძელდებოდა თუ არ გაგრძელდებოდა ჩვენი მონაწილეობა ან კანდიდატის მონაწილეობა არჩევნებში, საერთოდ არ მდგარა ეს საკითხი დღის წესრიგში,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დღის ამბები