27 დეკემბერი 2024,   05:23
ვრცლად
"აზრთა სხვადასხვაობა იყო და ახლაც არის" - "ოცნების" ნაწილი ადასტურებს, რომ ზურაბიშვილთან დაკავშირებით გუნდში კვლავ დაპირისპირებაა

ქართული ოცნებაში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა კვლავ არსებობს.

ეს ინფორმაცია ქართული ოცნების ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ მმართველი პარტიის წევრების ნაწილმა დაადასტურა. 

კახა კუჭავა ამბობს, რომ ეს სიახლე არ არის, რომ ზურაბიშვილთან მიმართებაში პარტიაში აზრი ორად იყოფა. მისივე თქმით, თუ არჩევნებზე ქართული ოცნება საკუთარ კანდიდატს წარადგენდა, ის მეტ ხმას მიიღებდა, ვიდრე ეს სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა.

„ბევრი თვლიდა, რომ ჩვენი პარტიის სტრუქტურებიდან, წიაღიდან გამოსული ადამიანი ყოფილიყო კანდიდატი, თუმცა, საბოლოოდ მიიღო პარტიამ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი კანდიდატი არ დაგვეყენებინა და დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მიგვეცა ხმა. ფაქტი არის, რომ შედეგი მეტყველებს იმაზე, რაც ბუნებრივიც არის, რომ ყოფილიყო პარტიის წარმომადგენელი, ალბათ, უფრო მეტი იქნებოდა შედეგი და დამაჯერებელიც. ის, რომ ახლა არის აზრთა სხვადასხვაობა, კიდევ ერთხელ, ეს იყო, ახლაც არის, მაგრამ დაპირისპირება ამას ნამდვილად არ გამოუწვევია,“ - განაცხადა კახა კუჭავამ.

ქართული ოცნების ოფისში დღეს გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პირადად ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლების უმაღლესი მაღალი თანამდებობის პირები. განხილვის საგანი, როგორც თავად ქართულ ოცნებაში აცხადებენ, იყო პარტიის გეგმები და ის სტრატეგია, რომლითაც არჩევნების მეორე ტურის გამართვამდე იმუშავებს ოცნება.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის, პარტიაში ამბობენ, რომ მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა არ მომხდარა და ისინი მის განცხადებას ელოდებიან. სწორედ ამ მიზეზით, ქართული ოცნების წევრების თქმით, სალომე ზურაბიშვილი არ მონაწილეობდა ამ შეხვედრაში.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები