27 დეკემბერი 2024,   04:29
ვრცლად
"ხორავას ქუჩის" საქმე - სასამართლოს ჩვენება მიხეილ კალანდიამ მისცა

საქალაქო სასამართლოში მოწმეზე ზეწოლის ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძის პროცესი გაიმართა. მას ხორავას ქუჩის მკვლელობის ერთ-ერთ მთავარ მოწმეზე, მიხეილ კალანდიაზე, ზეწოლა ედება ბრალად.

დღევანდელ პროცესზე სწორედ კალანდია დაიკითხა.

პროცესი მოსამართლის გადაწყვეტილებით დაიხურა.

როგორც ბრალდების მხარე ამბობს, მიხეილ კალანდიას არ შეუცვლია გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, თუმცა, უწყება სხვა დეტალებზე არ საუბრობს.

„მოწმემ დაადასტურა  გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები და ისაუბრა ბრალდების შემადგენელ  კონკრეტულ ელემენტებზე და დეტალებზე,“ - განაცხადა საქმის პროკურორმა.

მერაბ მორჩაძის ადვოკატი კი აცხადებს, რომ შესაფასებელია სანდოობის საკითხი მიხეილ კალანდიას ჩვენებასთან დაკავშირებით. 

დღის ამბები