27 დეკემბერი 2024,   04:26
ვრცლად
"მზად ვარ მეორე ტურისთვის" - სალომე ზურაბიშვილი ორდღიანი დუმილის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს

ორდღიანი დუმილის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა პირველი განცხადება გააკეთა.

საპრეზიდენტო კანდიდატმა მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს. მისი თქმით, ის აგრძელებს ბრძოლას და არ აპირებს მეორე ტურიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნას.

„შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს არ არის ის გამარჯვება, შეიძლება, ველოდით მეტს. პირველ ტურში პირველი ადგილი ესაა გამარჯვება. ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ბინძური კამპანიის ცილისწამების  ყველა იმ ხერხების და მეთოდების, რომელიც ეკუთვნის რუსულ  ტექნოლოგიას, ამ ყველაფრის მიუხედავად, პირველი ადგილი პირველ ტურში. რუსთავი2 ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება, მოვხსნა კანდიდატურა და რა - ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? და რა, მხარდამჭერები და თანამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში? - არა! მე მგონი, არ მიცნობენ! კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხის და ქვეყნის ერთგული, ამიტომ მზად ვარ მეორე ტურისთვის!“ -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანა დგას ორი არჩევანის წინაშე, როგორი უნდა საზოგადოებას, იყოს საქართველო.

 

დღის ამბები