27 დეკემბერი 2024,   04:53
ვრცლად
„ოცნების“ შტაბი საგანგებო რეჟიმზე გადადის - სუს-იდან სკანდალით წასულ სოსო გოგაშვილს ზურაბიშვილისთვის ხმების მობილიზება ევალება

ქართული ოცნების შტაბი საგანგებო რეჟიმზე გადადის. დღეს მმართველ გუნდში დიდი გარჩევის დღე იყო. ბიძინა ივანიშვილმა როსტომ მეფის სასახლეში დაიბარა ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაზე პასუხისმგებელია.

შეხვედრაზე იმყოფებოდა თანამდებობიდან სკანდალით წასული სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი, რომელიც ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას განკარგავდა ფინანსებს და პასუხისმგებელი იყო მხარდამჭერების მობილიზებაზეც.

სავარაუდოდ, სწორედ ამ შეკრების შემდეგ დარეგულირდა შიდა დაპირისპირება ქართულ ოცნებაში. პარტიის დიდი ნაწილი პირველ ტურში წარუმატებლობას სწორედ ზურაბიშვილის ფაქტორს უკავშირებდა.

ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ სოსო გოგაშვილი, კახი კალაძე და მამუკა მდინარაძე ერთმანეთს უკვე ერეკლეს ქუჩაზე, ქართული ოცნების ოფისთან მდებარე ერთ-ერთი რესტორანში შეხვდნენ.

დღეს გაირკვა, რომ სუს-იდან სკანდალით წასული სოსო გოგაშვილს ქართული ოცნების  საარჩევნო შტაბი ჩააბარეს.

კურიერის ინფორმაციით, სწორედ გოგაშვილი იყო პასუხისმგებელი პირი, ვისაც სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზება უნდა მოეხდინა და მას ჰქონდა ჩაბარებული რეგიონის აგიტატორებისათვის განკუთვნილი ფულიც. არჩევნების შედეგით უკმაყოფილო ბიძინა ივანიშვილმა კი შეხვედრაზე პასუხი გოგაშვილს მოსთხოვა.

ამ დრომდე ქართული ოცნება ორად არის გაყოფილი. გუნდის ნაწილი არჩევნებში მარცხს სალომე ზურაბიშვილის ფაქტორს აბრალებს.

კურიერის ინფორმაციით, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი კამერების წინ გამოჩნდებოდა ის ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და მოსთხოვა გარანტია, რომ მეორე ტურში მის გასამარჯვებლად მმართველი გუნდი ყველა რესურსს გამოიყენებდა.

მოსალოდნელი არეულობით ქართული ოცნება ამომრჩეველს უკვე ღიად დაემუქრა. ორდღიანი დუმილი ოცნების კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, მთავარი გზავნილების შესათანხმებლად გამოიყენა, ჯერ კიდევ გუშინ ის ჟურნალისტებს ზურგს აქცევდა.

დღის ამბები