27 დეკემბერი 2024,   04:52
ვრცლად
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ზეწოლა - საერთაშორისო დამკვირვებლების კრიტიკის მიუხედავად, "ქართული ოცნება" მაინც კმაყოფილია 

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საერთაშორისო დამკვირვებლების უმკაცრესი კრიტიკის მიუხედავად, ქართული ოცნება მაინც კმაყოფილია. არაერთი დარღვევის მიუხედავად, მათ შორის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, მაღალი თანამდებობის პირების ჩარევისა და არათანაბარი დაფინანსების შესახებ საკმაოდ მწვავე ჩანაწერის მიუხედავად, ოცნება ეუთოს, ევროკავშირისა და სხვა ევროპული სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნით კმაყოფილია.

ოცნების რეაქცია და შეფასებები ოპოზიციისთვის არაადექვატურია. პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ ასეთი მწვავე დასკვნა და დამკვირვებელთა კიდევ უფრო მკაცრი განცხადებები არჩევნების მეორე დღესვე იმ არასწორმა პოლიტიკამ გამოიწვია, რომელსაც მმართველი გუნდი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ატარებს.

ელიტური კორუფცია, არასამთავრობო სექტორისა და კრიტიკული მედიის დევნა - ეს ის წითელი ხაზები აღმოჩნდა, რომლის გადაკვეთის გამო, ამომრჩეველი გაბრაზდა, დამკვირვებლებს კი შესაბამისი შეფასება ჰქონდათ.

საერთაშორისო დამკვირვებლების მკაცრი შეფასების მიზეზი სამოქალაქო სექტორზე ხელისუფლების ბოლო თავდასხმებიც გახდა. 

საერთაშორისო დამკვირვებლების კრიტიკის ობიექტი გახდა უწყებათშორისი კომისია, რომლის დატოვებაც ოპოზიციის გარდა არასამთავრობო სექტორსაც მოუხდა. 

დღის ამბები