27 დეკემბერი 2024,   04:54
ვრცლად
"ჩვენ დავინახეთ 6 შემთხვევაში, რომ ვიღაცამ ვიღაცას მისცა ფული" - ლევან ნატროშვილი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს დამკვირვებლებმა არჩევნების დღეს 6 შემთხვევა დააფიქსირეს, როდესაც საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს ოცნების  კოორდინატორმა ფული გადაუხადა.

ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის მენეჯერმა, ლევან ნატროშვილმა, არჩევანის ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, ეს ფაქტები აჩენდა გონივრულ ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას.

„საარჩევნო უბნების გარეთ მიმდინარეობდა გარკვეული საეჭვო პროცესები, ქართული ოცნების კოორდინატორები იდგნენ მანქანებით უბნებთან ახლოს და ხდებოდა ამომრჩევლებთან კომუნიკაცია. ისინი სხდებოდნენ მანქანაში გარკვეული დროით, რაც ეჭვებს აჩენდა და ჩვენ 6 შემთხვევაში დავინახეთ, რომ ვიღაცამ ვიღაცას მისცა ფული,“ - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

მისივე თქმით, ახალი ტენდენცია, რომელიც გამოიკვეთა ამ არჩევნებზე იყო კოორდინატორების სრული მობილიზაცია, აღრიცხვა ამომრჩევლის და სრული კონტროლი ოცნების მხარდამჭერებზე. 

დღის ამბები