27 დეკემბერი 2024,   04:45
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომის დაწყებაში კვლავ საქართველოს ადანაშაულებს - პრეზიდენტობის კანდიდატის ინტერვიუ "deutsche welle"-სთან

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომის დაწყებაში კვლავ საქართველოს ადანაშაულებს. პრეზიდენტობის კანდიდატმა ინტერვიუ გერმანულ გამოცემა „deutsche welle“-ს მისცა, სადაც ის აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 15 პროცენტი ემხრობა მიხეილ სააკაშვილის პარტიის მოსაზრებას, რომ საომარი მოქმედებები რუსეთმა დაიწყო.

ზურაბიშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მედიის თავდასხმა ოპოზიციისგან იყო ინიცირებული.

„არამხოლოდ ქართველები, არამედ მთელი საერთაშორისო გაერთიანებაც იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველო 2008 წელს პროვოკაციას წამოეგო.

მხოლოდ 15 პროცენტი ემხრობა სააკაშვილის პარტიის შეხედულებას. ისინი მაკრიტიკებდნენ, რადგან 5 ტელეკომპანია ჰქონდათ ჩემზე თავდასხმის მოსაწყობად.

შესანიშნავად ორგანიზებული იყვნენ სოციალურ ქსელებშიც. ქუჩაში ნებისმიერს რომ ჰკითხოთ, იგივეს დაგიდასტურებთ. ეს იგივეა, რომ დემოკრატია წინა რეჟიმს შევადაროთ.

საკითხი, რომელიც წამოიჭრა შიდა განხილვის თემაა, რომელსაც არანაირი კავშირი აქვს რუსეთის შეცდომის აღმოფხვრასთან.

საქმე იმაშია, შეეძლო თუ არა საქართველოს მთავრობას გაეკეთებინა მეტი პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად. ეს კითხვა შემდეგ პრეზიდენტსაც უნდა დაუსვან“ - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

დღის ამბები