27 დეკემბერი 2024,   04:44
ვრცლად
დავა კანაფის კულტივაციის კანონპროექტის ირგვლივ - ოპოზიცია ხელისუფლებასა და "ოცნების" დეპუტატებს შორის დაპირისპირებას ეხმაურება

მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ხელისუფლებაში დაწყებულ დაპირისპირებას, ოპოზიცია ეხმაურება.

მმართველი გუნდის ნაწილი არ მალავს, რომ ხმების დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზი, კანაფის ექსპერტის შესახებ დაწყებული მსჯელობა გახდა და მეორე ტურის წინ, კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვს.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლებას არ აწუხებს  არც საპატრიარქოს და არც ხალხის პოზიცია და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„ყველამ კარგად დაინახა, რომ ხელისუფლებას არ აწუხებს საპატრიარქოს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ან მოსახლეობის წუხილები მომავალი თაობების ბედიღბალთან დაკავშირებით და ა.შ. ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა, რომ ეს კანონპროექტი მისი ინიციატივაა და მხოლოდ და მხოლოდ მის კომერციულ ინტერესს უკავშირდება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებამ მეორე ტურისთვის კიდევ ერთხელ ნათელი გზავნილი უნდა გაიგზავნოს ამ მატყუარა ხელისუფლებას. მათ შორის ამ პროექტთან დაკავშირებით და მხარი დაუჭიროს ოპოზიციურ კანდიდატს რათა ერთხელ და სამუდამოდ ამ თემასთან დაკავშირებითაც საზოგადოებამ გაიმარჯვოს,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.

„ევროპულ საქართველოში“ კი ამბობენ, რომ მთავარი გამოსავალი ახლა ხალხის არჩევანია, რომელიც მეორე ტურში უნდა გააკეთოს. ოთარ კახიძის თქმით ამ შემთხვევაში საზოგადოებას ზუსტად ეცოდინება რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული კანაფის კულტივაციის კანონპროექტთან დაკავშირებით.

„თუ ხალხი აუნთებს მწვანე შუქს, იმიტომ, რომ ხელისუფლების წყარო ხალხია მაშინ იგივე ჩვენებას მიაწვებიან. ისევ გადაწყვეტს ივანიშვილი, რომ იშოვოს მილიარდები კანაფიდან, ისევ განაახლებენ  ზაზა სარალიძის დევნას და მას მონათლავენ ოპოზიციის კოორდინატორად. და ისევ განაგრძობენ იმ დამღუპველ პოლიტიკას, რომელიც 6 წლის  განმავლობაში ტარდება. და რასაც ქართულმა საზოგადოებამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამოუცხადა სრული უნდობლობა. ეს არჩევანი უნდა გამყარდეს ახლა მეორე ტურში,“-განაცხადა ოთარ კახიძემ. 

კანონპროექტის ინიციატორი მთავრობა და შინაგანს საქმეთა სამინისტროა. შს მინისტრის მოადგილემ დეპუტატები, დღეს "შფოთვის" გამო გააკრიტიკეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები