27 დეკემბერი 2024,   05:14
ვრცლად
ნატოს ფართომასშტაბიანი სწავლებები ნორვეგიაში - სამხედროებმა მოკავშირე ქვეყანაში მტრის შეჭრის მოგერიებაში ივარჯიშეს

ნორვეგიაში ნატოს ფართომასშტაბიანი სწავლებები გრძელდება. ამჯერად საერთაშორისო კონტიგენტმა მოკავშირე ქვეყანაში მტრის შეჭრის მოგერიებაში ივარჯიშეს. სწავლებაში მობილიზებული იყო საზღვაო ძალები, ავიაცია და მძიმე ტექნიკა.

წვრთნებს პირადად ადევნებდა თვალს ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. სწავლება, რომელშიც 31 ქვეყანა მონაწილეობს 25 სექტემბერს დაიწყო და 7 ნოემბერს სრულდება.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წვრთნის ფარგლებში არქტიკულ სარტყელში ამერიკული ავიამზიდი ჰარი ტრუმენი პირველად შევიდა. 

დღის ამბები