კალიფორნიის სანაპიროზე იშვიათი სახეობის რვაფეხა აღმოაჩინეს. ზღვის ბინადარი შემთხვევით დააფიქსირა რობოტმა, რომელიც წყლისქვეშა ვულკანს იკვლევდა. რვაფეხას ცნობილი დისნეის მულტფილმის გმირის ”დამბოს” სახელი შეარქვეს, რადგან თავზე ორივე მხარეს ფარფლები აქვს. ეგრეთ წოდებული ”დამბო რვაფეხა” 60 სანტიმეტრის სიგრძისაა და ოკეანის ფსკერზე ცხოვრობს.