27 დეკემბერი 2024,   05:00
ვრცლად
განრიდების და მედიაციის პროგრამით 3 ათასზე მეტმა არასრულწლოვანმა დამნაშავემ ისარგებლა

განრიდების და მედიაციის პროგრამით 3 ათასზე მეტმა არასრულწლოვანმა დამნაშავემ ისარგებლა. ამის შესახებ განცხადება, იუსტიციის მინისტრმა გააკეთა, რომელმაც განახლებულ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის წარმატებაზე ისაუბრა.

მინისტრმა პროექტის წარმატება ევროკავშირის და გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნა. თეა წულუკიანის განცხადებით, 3 ათასზე მეტმა არასრულწლოვანმა დამნაშავემ ისარგებლა განრიდებისა და მედიაციის პროგრამით რამაც საშუალება მისცა მათ გამოესწორებინათ საკუთარი დანაშაული და აერიდებინათ სისხლის სამართლის სასჯელი.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში დღეს ასევე ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე ისაუბრა. მან თქვა, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებები, რომელიც განრიდებას გულისხმობს, არ უნდა შეეხოს ისეთ საქმეებს როგორიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობაა.

„ხორავა ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ნამდვილად შემზარავი ტრაგედიაა. იმედი მაქვს რომ გამოძიება  გაგრძელდება და დროულად დასრულდება. მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს გამჭირვალე. უნდა ავღნიშნო, რომ როდესაც ვსაუბრობ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, არ იგულისხმება, რომ სასამართლო სისტემა უფრო ტოლერანტული უნდა იყოს მსგავსი სასტიკი დანაშაულის მიმართ,“-განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღის ამბები