27 დეკემბერი 2024,   04:32
ვრცლად
"ალბათ მაქვს გეგმა... გამარჯვება მეორე ტურში ყველა ძალებით, ყველა ღონებით" - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტების შეკითხვებს ისევ არ პასუხობს. "ქართული ოცნების" ოფისში, რამდენიმესაათიანი შეხვედრა ხელისუფლების საპრეზიდენტო კანდიდატმა, უკომენტაროდ დატოვა.

მან ჟურნალისტებს არცერთ კითხვაზე არ უპასუხა და თავი "ქართული ოცნების" ოფისის ახლოს მდებარე ერთ -ერთ კაფეს შეაფარა. საპრეზიდენტო კანდიდატმა მცირე კომენტარი მოგვიანებით გააკეთა. კითხვაზე, რას აპირებს მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი პასუხობს:

"მეორე ტურში გამარჯვება. გამარჯვებას ჩემით. გამარჯვება მეორე ტურში, ალბათ მაქვს გეგმა. გამარჯვება მეორე ტურში ყველა ძალებით, ყველა ღონებით, ყველაფრით"-ამბობს ზურაბიშვილი.

სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო გზავნილებს ბიძინა ივანიშვილთან და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრებთან, დღეს, დახურულ შეხვედრაზე რამდენიმე საათის განმავლობაში ათანხმებდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები