27 დეკემბერი 2024,   04:25
ვრცლად
doing business-ის რეიტინგში საქართველო მეექვსე ადგილზე დაწინაურდა - მამუკა ბახტაძე

საქართველო მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივით 190 ქვეყანას შორის მე-6 ადგილზეა. ამის შესახებ განცხადება, პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. მამუკა ბახტაძის თქმით, საერთაშორისო რეიტინგში doing business -ში დაწინაურება საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

„ეს ადასტურებს, რომ რეფორმები რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს წარმატებულად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. და რა თქმა უნდა ორმაგად სასიხარულოა, როდესაც მსოფლიო ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციები საქართველოს ანიჭებენ უპირატესობას,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

დღის ამბები