27 დეკემბერი 2024,   05:30
ვრცლად
მმართველი გუნდი გზავნილები და ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხი - არც ერთი მათგანი ვაშაძისთვის შეწყალების თხოვნას არ აპირებს

მმართველი გუნდის ორგანიზებული თავდასხმა და გაწერილი გზავნილები - სალომე ზურაბიშვილის მთავარი მეტოქის წინააღდეგ ბრძოლა „ქართულმა ოცნებამ“ საერთო სტრატეგიით დაიწყო. მთავრობაც და საპარლამენტო უმრავლესობაც უკვე მეორე დღეა ერთხმად იმეორებს, რომ პირველი რასაც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გრიგოლ ვაშაძე გააკეთებს, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების შეწყალებაა.

მმართველი გუნდში გაკეთებულ ამ განცხადებებს დღეს ციხიდან უპასუხა ბაჩო ახალაიამ. გავრცელებულ განცხადებაში ახალაია წერს, რომ 9 წლიანი სასჯელიდან შვიდი უკვე მოხდილი აქვს, ორ წელიწადში ციხეს შეწყალების გარეშეც დატოვებს, ამიტომ არ აპირებს მომავალ პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართოს.

შეწყალებას არ მოითხოვს არც მიხეილ სააკაშვილი. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ივანიშვილის პროკურატურის მიერ აღძრული საქმეებისა და სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენების გაბათილებას ისევ სასამართლოს გზით შეეცდება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავარი კონკურენტის განეიტრალებას “ქართული ოცნება” რუსული მეთოდებით ცდილობს.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები