27 დეკემბერი 2024,   04:24
ვრცლად
უკანონო შეწირულობა ეგზიტპოლის სახით - TI „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებულ გამოკითხვას უკანონოდ მიიჩნევს 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებულ გამოკითხვას უკანონოდ მიიჩნევს და აუდიტის სამსახურს მიმართავს. ეგზიტპოლი, რომელიც არჩევნების დღეს სალომე ზურაბიშვილისა და მისი მხარდამჭერი ”ქართული ოცნების” ნაადრევი სიხარულის მიზეზი იყო, ორგანიზაციისთვის ეჭვის საფუძველი გახდა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ეგზიტპოლი უკანონო შემოწირულობას წარმოადგენს კანდიდატ ზურაბიშვილის მიმართ.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ კვლევით ცენტრ ”ფსიქოპროექტს” სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარება პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დაუკვეთა, რომელსაც საკუთარი კანდიდატი არ ჰყავდა, კვლევის მიზანი კი სალომე ზურაბიშვილის რეიტინგის განსაზღვრა იყო. ამიტომ, კვლევის შედეგი ერთი პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან მეორეს მიმართ შეწირულობად შეიძლება ჩაითვალოს.

ამავე ლოგიკით, შეწირულობად მიიჩნევენ ორგანიზაციაში, კოორდინატორებისთვის გადახდილ ფულსაც. როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ ამბობენ,  ზურაბიშვილის სასარგებლოდ ამომრჩევლის მობილიზებას „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ახდენდნენ და მათ ფულს სწორედ პარტია უხდიდა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის გამო მსგავსი პრეტენზიები შეიძლება „რუსთავი 2“-ის მიმართაც დაისვას. 

გიორგი კახიანი განმარტავს, რომ „ქართული ოცნება“ მსგავს კვლევებს არასაარჩევნო პერიოდშიც ხშირად ატარებს და ისინი ყველა კანდიდატისთვის ხელმისაწვდომია, ამიტომ უკანონო შეწირულობას ადგილი არ აქვს.

განსხვავებულია სამართლის სპეციალისტების პოზიცია. მათი თქმით, კანონით, სწორედ პარტიას, როგორც არაკომერციულ იურიდიულ პირს, ეკრძალება შეწირულობის გაკეთება.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილის კამპანია კანონის გვერდის ავლით დაფინანსდა, რაზეც სახელმწიფო უწყებები არ რეაგირებენ.

დღის ამბები