27 დეკემბერი 2024,   04:40
ვრცლად
განსხვავებული სივრცე, მასტერკლასები და გამოფენები - თბილისი Mercedes-Benz Fashion Week-ს მასპინძლობს

Mercedes-Benz Fashion Week თბილისში, მოდის მოყვარულებს 1- დან 5 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. საკუთარ კოლექციას 40-მდე დიზაინერი 5 დღის განმავლობაში წარადგენს. ამ დღეების განმავლობაში გაიმართება როგორც შოურუმები, ასევე მასტერკლასები და გამოფენებიც. 

ქართული ბრენდი situationist უკვე მოდის კვირეულზე განახლებული კოლექციით წარდგება.

მილანისა და პარიზის შემდეგ, დიზაინერი თამუნა ინგოროყვა უკვე განახლებულ და ბრენდ ”ხოშტრიკასთან” კოლაბორაციულ ახალ კოლექციას წარადგენს. დიზაინერმა დიდი ხნის სურვილი აისრულა და ჯინსის კოსტიუმები დაამზადა, ინსპირაცია 90-იანი წლებია.

დიზაინერების ახალი კოლექციის ჩვენება, საქართველოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართება. განსხვავებული სივრცე, რომელიც 500-მდე ქართველ და უცხოელ სტუმარს უმასპინძლებს შენობის პირველ სართულზე განთავსებული ავტოსადგომია.

დღის ამბები