27 დეკემბერი 2024,   04:32
ვრცლად
სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანები ე.წ. ოცნების ქალაქში - ათობით სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარების გარეშე დარჩა

ბათუმში მდებარე ე.წ. "ოცნების ქალაქში" მცხოვრებ სოციალურად დაუცველები "ქართულმა ოცნებამ" სოციალური დახმარების გარეშე დატოვა. იქ სოციალური დახმარება ათობით ოჯახს მოუხსნეს. მიზეზად ქულების გეგმიურ გადამოწმებას ასახელებენ, თუმცა ოცნების ქალაქში „ქართული ოცნების“ აღარ სჯერათ.

ადგილობრივები მმართველ გუნდს ღიად აკრიტიკებენ, ამიტომ არ გამორიცხავენ რომ მათ ამის გამო სჯიან.

სოციალურად დაუცველ ოჯახს, სადაც 5 სული ცხოვრობს, დახმარება მოუხსნეს და ერთადერთი პენსიის იმედად დატოვეს. უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს კიდევ ერთი ოჯახი ოცნების ქალაქში. 8 შვილის დედამ 18 წლის ქალიშვილი ორი თვის წინ დაკრძალა. გოგონას სიკვდილის მიზეზი მძიმე საცხოვრებელი პირობები გახდა. შვილის გარდაცვალების შემდეგ ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს.

ოცნების ქალაქში სოციალური დახმარება მახარაძეების 4 შვილიან ოჯახსაც მოუხსნეს. ამის მიზეზი ანონიმური მოქალაქის განცხადება იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ მათ თითქოს ავტოსატრანსპორტო საშუალება ჰყავთ, რომლითაც შეშა დააქვთ. ავტოსატრანსპორტო საშუალება კი  ველოსიპედია, ხელნაკეთი საბარგულით.

დღის ამბები