თბილისის ზოოპარკის ბინადარი სპილო ”გრანდი” თავს კარგად გრძნობს. ეშვის ამოღების ურთულესმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და სპილო უკვე ფეხზე წამოდგა. ოპერაციისთვის თბილისში სამხრეთ აფრიკიდან ცნობილი ვეტექიმი და ანესთეზიოლოგი ჩამოვიდნენ. ასევე, თბილისში იმყოფება ზოოპარკის მენტორიც. ოპერაციაზე უცხოელ ექიმებთან ერთად, ქართველი ვეტ-ექიმებიც მუშაობდნენ.
პროცედურას ესწრებოდა BBC-ის გადამღები ჯგუფი, რომელიც ახალ სერიალში ”დიდი ცხოველების ოპერაციები” გრანდის ისტორიას ერთ სრულ ეპიზოდს დაუთმობს.