ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ახალქალაქში მომხდარ თავდასხმას ტვიტერის სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
ჯოზეფ დოლი ოპოზიციის აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობას შემაძრწუნებელ ფაქტს უწოდებს.
"ძალადობის ტალღა ერთიანი ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" წევრებისა და მათთან აფილირებული წარმომადგენლების წინააღმდეგ შემაძრწუნებელია. დამნაშავეები უნდა წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე, მთავრობამ კი უნდა უზრუნველყოს არჩევნების მეორე ტურის სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება", წერს ჟოზეფ დოლი.
ახალქალაქში თავდასხმა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო შტაბის წევრებზე რამდენიმე დღის წინ განხორციელდა. ოპოზიციის მხარდამჭერებს