08 ოქტომბერი 2024,   19:24
ვრცლად
ტრავმატოლოგიური კლინიკა ახალქალაქში ნაცემი გაერთიანებული ოპოზიციის წევრების გაწერას გეგმავს - დაშავებულებს ექიმის მეთვალყურეობა ესაჭიროებათ

ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულები ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან, თუმცა მათი გაწერის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის ტრავმატოლოგიური კლინიკის ექიმებმა უკვე მიიღეს.

გრიგოლ ვაშაძის შტაბის წარმომადგენლები და ოჯახის წევრები წინააღმდეგები არიან, რომ მათ საავადმყოფო დატოვონ.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ტრავმატოლოგიურ კლინიკაში ნევროლოგი მიიყვანეს, რომელიც აცხადებს, რომ პაციენტების გაწერა არ შეიძლება, რადგან მათ ჯერ კიდევ სჭირდებათ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.

დაპირისპირება ახალქალაქში რამდენიმე დღის წინ მოხდა. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ შტაბის წევრები "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა, მისმა ოჯახის წევრებმა და ოცამდე აქტივისტმა  სასტიკად სცემეს.

„კურიერს“ გრიგოლ ვაშაძის შტაბის დაშავებული წევრების ფოტოები მიაწოდეს. "რუსთავი 2"- ის ვებ-გვერდი ფოტოებს დაზარალებულებისა და მათი უფლებადამცველების ნებართვით აქვეყნებს.

დღის ამბები