თეირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების განახლებული სანქციები ძალაში შევიდა. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების თანახმად, დღეიდან ირანის წინააღმდეგ ყველა ის შეზღუდვა ამოქმედდა, რომელიც 2015 წლის ბირთვული შეთანხმების საფუძველზე გააუქმეს.
შავ სიას დაუბრუნდა 700-ზე მეტი პირი, ასევე ენერგო, გადაზიდვისა და ფინანსურ სექტორში მომუშავე კომპანიები. სანქციების აღდგენას უკანონოს უწოდებს ირანის ხელისუფლება. პრეზიდენტ ჰასან როუჰანის განცხადებით, სანქციების მიუხედავად თეირანი ნავთობის ექსპორტს გააგრძელებს.