22 დეკემბერი 2024,   10:20
ვრცლად
სპატრულო პოლიციის უფროსის პოსტზე დანიშვნა და მისი შესაძლო კავშირები ქურდულ სამყაროსთან - "კურიერს" ანონიმურმა წყარომ ინფორმაცია მიაწოდა

„კურიერს“ მოქალაქემ "შაბათის კურიერში" გასული რეპორტაჟის ერთ-ერთი მთავარი გმირის, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, თემურ კუპატაძის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. რეპორტაჟში საუბარი იყო თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსისა და მისი სიმამრის, ავთანდილ ტაბუცაძის შესახებ.

მოქალაქე, რომელმაც კონფიდენციალურობის დაცვა ითხოვა, აცხადებს, რომ თეიმურაზ კუპატაძეს წარსულში იცნობდა. მისი ინფორმაციით, კუპატაძის დაწინაურება და შინაგან საქმეთა სამინისტროში მისი საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა, მას შემდეგ მოხდა, რაც ის ავთანდილ ტაბუცაძის სიძე გახდა. 

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის, სიმამრი - ავთანდილ ტაბუცაძე, სავარაუდოდ, ე.წ. კანონიერი ქურდების მეგობარია. გავრცელებული ინფორმაციით, ის მათ გავლენებს სხვადასხვა საქმეების დასალაგებლად იყენებს.

„სიმამრზე მაშინაც არავინ არ იცოდა ესე კონკრეტულად, მაგრამ იცოდნენ, რომ რაღაც ჰქონდა, ნაცნობობა ჰყავდა. მე ეჭვი იმაზეც მეპარება, რომ ვისი მოადგილეც იყო, ისიც ტაბუცაძე იყო, თვითონ გორში, შიდა ქართლში. უმუშევარი დარჩა ეს პიროვნება 2012 წელს, არჩევნებამდე სამი თვით ადრე, წამოსული იყო სტრუქტურებიდან, დაითხოვეს და უკვე რაც "ოცნება" მოვიდა იმის შემდეგ გავიგეთ, რომ თემური დაინიშნა აჭარის სამმართველოს უფროსად, ხოლო შემდეგ გადმოვიდა მცხეთის სამმართველოს უფროსად იქიდან. რომ გითხრათ, თემურის რამე ძალა და უფლება ჰქონდა, ან რამე შეეძლო, ეს იქნება ტყუილი იმიტომ, რომ თემურის არც ნაცნობობა ჰყავდა ისეთი და არც გავლენა ვინმეზე, რომ ან თავისი ცოდნით და განათლებით გამოეჩინა თავი და ან რაღაც წარსულით. ჩვეულებრივი გლეხის, ერთ-ერთი ღარიბი ოჯახის შვილია,“ - განაცხადა მოქალაქემ.

 

დღის ამბები