22 დეკემბერი 2024,   10:15
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ტყიბულში მოსახლეობას შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ტყიბულში მოსახლეობას შეხვდა და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ახლა ყველას გაერთიანების დროა. მისი თქმით, ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს კოალიციური, მრავალპარტიული მთავრობა, პენსია გახდება 400 ლარი, მასწავლებლის ხელფასი კი 1000 ლარი, ხოლო პოლიციელის ხელფასი 2000 ლარი.

უსამართლო კრედიტების გადახდაზე კი გამოცხადდება მორატორიუმი.

„გუშინ წინ მეშახტეების გაფიცვა იყო ტყიბულში. მშვენივრად იციან, ამ ქურდული ოცნების ხელისუფლების დაპირებების მიუხედავად, 15 დეკემბრის შემდეგ დახურავენ კომპანიას, დახურავენ შახტებს და ქალაქი დარჩება აჩრდილების ქალაქად და ყველანაირად მოწყვეტილი ნორმალურ ცხოვრებას. ჩვენ დროს, შახტები ამუშავდა, რკინიგზა ამუშავდა, სამკერვალო ამუშავდა, თბოსადგური ამუშავდა. ზუსტად იგივეს გავაკეთებთ მას შემდეგ, რაც ეროვნული კოალიციური, პროდასავლური ნორმალური, პროფესიული მთავრობა მოვა ხელისუფლებაში,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები