22 დეკემბერი 2024,   10:27
ვრცლად
შემზარავი კარდები, სადაც ჩანს როგორ უწევს 8 წლის გოგონა მკვლელს წინააღმდეგობას - გორში მოკლული გოგონას ოჯახი, დამნაშავის ლინჩის წესით დასჯას ითხოვს

სასტიკად მოკლული 8 წლის გოგონას სიცოცხლის ბოლო წუთებში გადაღებული შემზარავი კადრები - ნანა ბერიაშვილის ოჯახს მანიაკი მკვლელის ტელეფონში აღმოჩენილი ვიდეო დღეს პოლიციის განყოფილებაში აჩვენეს. უმძიმეს კადრებში ჩანს, როგორ ცდილობს პატარა ბავშვი 34 წლის კაცისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

სწორედ ამ ვიდეო მტკიცებულებებზე დაყრდნობით იაგო ნებიერიძეს ბრალი გარყვნილი ქმედების მუხლითაც წაუყენეს.  სასტიკი მკვლელობის საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებულია ურიკაც, რომლითაც ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ 8 წლის გოგონას ცხედრით, მუსხელიშვილის ქუჩიდან, მდინარე ლიახვის ნაპირამდე გადაადგილდებოდა.

34 წლის იაგო ნებიერიძე, სასჯელს ყაჩაღობის მუხლით იხდიდა, თუმცა მას სასჯელი 2012 წელს ხელისუფლებაში მოსული "ქართული ოცნების" საყოველთაო ამნისტიის შედეგად შეუმსუბუქდა, საბოლოოდ კი ციხე პრეზიდენტის შეწყალებით დატოვა.

სასტიკად მოკლული გოგონას ოჯახი მომხდარის გამო პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ნანა ბერიაშვილის ბაბუა ამბობს, რომ სწორედ „ოცნების“ ხელისუფლების გამოცხადებული ამნისტიის შედეგად დატოვა მკვლელმა საპყრობილე.

8 წლის გოგონას საქმე არ არის პირველი, როდესაც "ოცნების" ამნისტიის შედეგად სასჯელშემცირებული პირები განმეორებით, უფრო მძიმე დანაშაულს ჩადიან. ამ თემას ვნებათაღელვა ამნისტიის გამოცხადებისთანავე მოჰყვა, მაშინ ბიძინა ივანიშვილის საზოგადობას ურჩია გაგებით მოკიდებოდნენ გაზრდილ კრიმინალს.


ივანიშვილთან ერთად მასშტაბური ამნისტიის შედეგებზე პასუხისმგებლობა პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემაც აიღო. ხელი აქტს დავით უსუფაშვილმა მოწერა. რადგან მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მაშტაბურ ამნისტიაზე უარი თქვა.

მოკლული გოგონას ოჯახი თანადგომას ითხოვს. მათ მდუმარე აქცია გამართეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები