22 დეკემბერი 2024,   10:14
ვრცლად
მსჯავრდებულთა ამნისტია და შეწყალება - ხმაურიანი დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები პოლიტიკურ ოპონენტებს შორის 

გრიგოლ ვაშაძე მმართველ პარტიას განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების საპატიმროდან გაშვების გამო, საჯაროდ ადანაშაულებს. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, 2012 წელს საყოველთაო ამნისტიის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არა ჰუმანური, არამედ დანაშაულებრივი ნაბიჯი იყო.

პრეზიდენტობის კანდიდატი შეწყალების მასშტაბურ პროცესს აანონსებს, იმ შემთხვევაში თუ ამომრჩეველი მას მანდატს ჩააბარებს.

როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი პირობა, რის გამოც გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა მეორე ტურში „რესპუბლიკური“ პარტიის მხარდაჭერა მიიღო, ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების დაპირებაა. შეწყალების შესახებ გრიგოლ ვაშაძის წინასაარჩევნო გეგმებს იზიარებენ მისი მხარდამჭერი სხვა ოპოზიციური პარტიებიც.

მსჯავრდებულთა ამნისტია და შეწყალება, წინასაარჩევნოდ, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ხმაურიანი დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების მიზეზი რამდენჯერმე გახდა. ყველაზე რეზონანსული გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის ის განცხადება აღმოჩნდა, როდესაც გრიგოლ ვაშაძემ გამარჯვების შემთხვევაში ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილის შეწყალება დაანონსა. ”ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია ქვეყნის დესტაბილიზაციის საფრთხესთან.

 

 

 

დღის ამბები