22 დეკემბერი 2024,   10:19
ვრცლად
მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი სეზონს "შეშლილის წერილებით" აგრძელებს

მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი სეზონს "შეშლილის წერილებით" აგრძელებს. თეატრი დავით დოიაშვილის პირველ მონოსპექტაკლს წარმოგიდგენთ. ათ წლიანი პაუზის შემდეგ მსახიობი ამირან ამირანაშვილი ერთადერთია, რომელსაც რეჟისორი ერთი მსახიობის სპექტაკლის დადგმაზე დასთანხმდა. 

90-იანების დასაწყისში მსახიობი ამირან ამირანაშვილი პიტერ ბრუკის მიწვევით ევროპაში გაემგზავრა. წლების განმავლობაში საფრანგეთის, შვეიცარიისა და ბელგიის თეატრებში თამაშობდა. ბოლო დროს აქტიურად თანამშრომლობდა კინოში ოთარ იოსელიანთანაც. ის უკვე მრავალი წელია ქართულ სცენაზე არ უნახავთ და ის ერთადერთია, რომელსაც დავით დოიაშვილი ერთი მსახიობის თეატრზე დასთანხმდა.

დღის ამბები