22 დეკემბერი 2024,   10:11
ვრცლად
ძასოხოვი, რომელიც რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა, აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ რესპუბლიკებად მოიხსენიებს

ბიზნესმენი გოჩა ძასოხოვი, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა რუსული პროპაგანდის გავრცელებით არის ცნობილი.

ძასოხოვი საქართველოში 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაბრუნდა.

ბიზნესმენი მაშინ არ მალავდა, რომ საქართველოში რუსული ენის პოპულარიზაციისთვის სკოლების გახსნას გეგმავდა, სადაც სავალდებულო ენა რუსული იქნებოდა. მისი სკოლა "ინტელექტი" ქართული საზოგადოების ყურადღების ცენტრში რამდენიმეჯერ მოექცა. ძირითადად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდით.

2015 წელს, როდესაც ბავშვებისთვის განკუთვნილი გეოგრაფიის სახელმძღვანელოში საქართველო, აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელ რესპუბლიკებად იყო მოხსენიებული. 
აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა კი 2008 წლის ომის შემდეგ დაიწყო, როცა სოჭში გამართულ ქართველ ხალხთა კონგრესზე ის ასამბლეის პრეზიდენტად აირჩეს.

სოჭში სიტყვით გამოსვლისას ის ამბობდა, რომ ამ შეკრებას მხარს უჭერდა რუსეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები.

ამავე თემაზე
დღის ამბები