22 დეკემბერი 2024,   10:25
ვრცლად
ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას აპირებს

თეთრი სახლი კონგრესთან რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი შეზღუდვების პაკეტზე კონსულტაციებს გადის. საქმე ეხება ქიმიური იარაღის გამოყენებას, რომლითაც დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი მოწამლეს. ამგვარად, ვაშინგტონი დამატებით ზომებს მიიღებს, ვინაიდან რუსეთი ქიმიური იარაღის გამოყენების პრევენციის შესახებ კანონს არ ემორჩილება.

სანქციების პირველი ეტაპი შეერთებულმა შტატებმა რუსეთს აგვისტოში სოლსბერის თავდასხმასთან დაკავშირებით დაუწესა. დამატებითი პაკეტი სავარაუდოდ წლის ბოლომდე ამოქმედდება.

დღის ამბები