ცრუ განგაში მადრიდის რკინიგზის ცენტრალურ სადგურში. პოლიციის ბრძანებით, ატოჩის სადგურიდან დღეს მგზავრების ევაკუაცია განახორციელეს, თუმცა შენობის დათვალიერების შედეგად საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.
ამ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, მადრიდის ბარსელონის სანტსის სადგურში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთ-ერთი მგზავრის ჩემოდანში ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი ნივთი შენიშნეს, რის შემდეგაც მგზავრებს ხელმეორედ მოუწიათ შემოწმების გავლა.
საბოლოოდ, აფეთქების საფრთხე არც ბარსელონის შემთხვევაში დადასტურდა