22 დეკემბერი 2024,   10:17
ვრცლად
P.S-ში გასული კომენტარი ენზელ მკოიანის წინააღმდეგ და ოპოზიციის ნაცემი მხარდამჭერი-ენზელ მკოიანი მომხდართან კავშირს უარყოფს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი ახალქალაქში ოპოზიციის მხარდამჭერზე განხორციელებულ მორიგ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. 

რემიკ პოღოსიანს ფიზიკურად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც მან გადაცემა P.S.-ში ღიად ისაუბრა ენზელ მკოიანის კორუფციულ გარიგებებზე. მან დაწვრილებით მოჰყვა, როგორ ფლობს ყველა ბიზნესს რაიონში "ქართლი ოცნების" მაჟორიტარი ენზელ მკოიანი, როგორ არეგულირებს კარტოფილის ფასს ხელოვნურად, რის გამოც ათასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა.

ამ ინტერვიუდან ორ დღეში რემიკ პოღოსიანს თავს დაესხნენ და ხელკეტებით სასტიკად სცემეს. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

ენზელ მკოიანია კი ამ ფაქტთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. ის ამბობს, რომ საკუთარი კაბინეტიდან მხოლოდ 15 წუთი გავიდა და "რუსთავი 2" ცდილობს მას ცილი დასწამოს.

„11 ის ნახევრიდან შტაბში ვიყავი და ყოველ ნახევარ საათში ვიღებდი ხალხს. ყველას შეუძლია დაადასტუროს, რომ ნამდვილად შტაბში ვიმყოფებოდი. მხოლოდ 15 წუთით გავედი რაიონის პირველობაზე საფეხბურთო მატჩის ფინალზე. აქედან ნახევარი საათი იყო გასული, როდესაც "რუსთავი ორმა" გადასცა ინფორმაცია, რომ კვლავ ინციდენტი მოხდა და ისევ მე ვარ ამაში დამნაშავე. ეს არის მორიგი ცილისწამება. ჩემს წინააღმდეგ ორგანიზებული სამუშაოები მიმდინარეობს. ისინი ჩემს ავტორიტეტს ეთამაშებიან. ხალხს ბევრი რამის თქმა შეუძლია. მაგრამ როგორ შემიძლია ზეწოლა მოვახდინო ვინმეზე, ან ვუსმინო ამდენ ხალხს, ვუპასუხო ყველა შეკითხვას და თან ზეწოლა მოვახდინო. მჯერა ჩვენი სამართალდამცველი ორგანოების, ისინი ყველაფერს დააზუსტებენ და გაირკვევა, რომ ცილისწამებაა,“-განაცხადა ენზელ მკოიანმა

შეგახსენებთ, რომ ენზელ მკოიანის სახელი ახალქალაქში მომხდარ კიდევ ერთ ინციდენტს უკავშირდება. არჩევნების პირველი ტურის დასრულებიდან მალევე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ შემთხვევაშიც მომხდარში ენზელ მკოიანი ფიგურირებდა. მეტიც, თავდამსხმელებიდან ერთ-ერთს შემთხვევის ადგილზე საფულე დაუვარდა, რომელშიც ენზელ მკოიანის ძმის პირადი დოკუმენტები აღმოჩნდა. 

5 ბრალდებული პირიდან 3 დეპუტატ მკოიანის ოჯახის წევრია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები