22 დეკემბერი 2024,   10:03
ვრცლად
2861 ხმა ვაშაძეს, 1231 ხმა ზურაბიშვილს - ცესკომ საზღვარგარეთიდან მიღებული მონაცემები დააჯამა

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, საქართველოს ფარგლებს გარეთ გრიგოლ ვაშაძე ლიდერია - ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთიდან მიღებული მონაცემები დააჯამა.

საქართველოს ფარგლებს გარეთ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა - 58576-ია, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა - 5675-მა მიიღო.

საზღვარგარეთ მცხოვრებმა 2861-მა მოქალაქემ მხარი გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 1231 ხმა მიიღო, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ კი - 379.

 

 

დღის ამბები