22 დეკემბერი 2024,   05:43
ვრცლად
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა, აგვისტოს ომის ზოგიერთი მონაწილის დაკავების მოთხოვნით, ჰააგის სასამართლოს მიმართოს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა შესაძლოა დაკავების მოთხოვნით ჰააგის სასამართლოს მიმართოს - თეა წულუკიანი 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეების პასუხისგებაში მიცემის მოლოდინშია. ეს სკანდალური განცხადება იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში გააკეთა. წულუკიანის მტკიცებით, პროკურორი მიიღებს ინდივიდუალურ პირებზე გადაწყვეტილებას და საქართველოს ხელისუფლება არ იქნება წარმოდგენილი როგორც მხარე.

"ჰააგაში ერთი არის სისხლის სამართლის სასამართლო, სადაც გამოძიება მიმდინარეობს და ქალბატონი ფატუ ბენსუდა ყველას გვახსოვს აქ იყო, ეს არის ის სასამართლო, სადაც ის არის პროკურორი და აქ საქართველო, როგორც სახელმწიფო, არ არის და ვერასოდეს ვერ იქნება მხარე. ქალბატონ ფატუ ბენსუდას მიჰყავს გამოძიება დანაშაულებზე, რომელიც მოხდა აგვისტოს ომის დროს და თუკი ის მივა დასკვნამდე რომ გარკვეულ ეპიზოდებში მართლაც არის დანაშაული მომხდარი, მან შეიძლება დაკავების მოთხოვნით, კონკრეტული ადამიანების, მიმართოს იმავე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს,"-აცხადებს თეა წულუკიანი.

დღის ამბები