07 მაისი 2024,   13:11
ვრცლად
დაჭრა ზუგდიდში - ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. არსებული ინფორმაციით მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას გვიან ღამით გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის რეანიმაციაში რჩება. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია.

დღის ამბები