24 აპრილი 2024,   23:39
ვრცლად
ჩრდილოეთ კორეამ ახალი მაღალტექნოლოგიური ტაქტიკური იარაღი გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ ახალი მაღალტექნოლოგიური ტაქტიკური იარაღი გამოსცადა. გამოცდას პირადად ზედამხედველობდა ქვეყნის ლიდერიო კიმ ჩენ ინი.

ფხენიანის სახელმწიფო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. თუმცა არ აკონკრეტებენ რა ტიპის იარაღი გამოსცადეს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა თანამგზავრული ფოტოები, სადაც ამერიკელი ექსპერტების აზრით, ჩრდილო კორეის საიდუმლო სარაკეტო ბაზებია ასახული.

სეულში აცხადებენ, რომ ფხენიანს ჯერჯერობით არც სარაკეტო პროგრამის შეჩერების და არც ბაზების დახურვის ვალდებულება არ შეუსრულებია.

დღის ამბები