ხობში, სოფელ ქვემო ქვალონში ხანძარს 85 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს მოხდა, ცეცხლი საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია 6 კვ.მ ფართობი. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა.