
ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება შეზღუდულია. ამ დროისთვის მაღალი გამავლობის ავტომობილები გადაადგილებას ვერ ახერხებენ.
„ერთი დღე-ღამეა აქ ვართ, ამბობენ, რომ თოვლია და გზა არის გადაკეტილი, არ ვიცით, როდის აღდგება მოძრაობა,“ - ამბობს ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი.
ჯვრის უღელტეხილზე კი ყველანაირი ავტომობილის გადაადგილება შეზღუდულია. მეტეოროლოგები ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტში ზვავსაშიშროებაა. შესაბამისად, შსს-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საავტომობილო გადაადგილებებზე შეზღუდვები დაწესდეს.
მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლებელია ნახევრადმისაბმელიან და მისაბმელიანი ავტომობილებით.
გუდაურში თოვლის საფარი საღამოსთვის 40 სანტიმეტრს მიაღწევს. როგორც სინოპტიკოსები „კურიერთან“ განმარტავენ, უხვი ნალექი რეგიონში ხვალამდე გაგრძელდება.