"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა ტელეკომპანია არტეს მომზადებული ფილმი "48 საათი საქართველოში", მისი კანდიდატურისადმი პიანისტ ხატია ბუნიათიშვილის მხარდაჭერად გაასაღა. საპრეზიდენტო კანდიდატმა სოციალურ ქსელ "ფეიბუქში" ფილმის საპრემიერო ბანერი განათავსა წარწერით - "მადლობა ხატიას!"
მის პირად გვერდზე აღნიშნული პოსტი რამდენიმე წუთის განმავლობაში იდო, სალომე ზურაბიშვილი მილოცვებსაც იღებდა - "ვაიმე ქალბატონო სალომე ხატია გიჭერთ მხარს? ეს მოულოდნელი სიურპრიზია, ძალიან ძალიან მიხარია".
"ყოჩაღ სწორი არჩევანია", "სასიამოვნო მოულოდნელობაა" - წერდნენ ზურაბიშვილის მხარდამჭერები.
მოგვიანებით კი სალომე ზურაბიშვილმა ის წაშალა.
ამ დროისთვის სალომე ზურაბიშვილის პირად "ფეისბუქ" გვერდზე აღარც ხატია ბუნიათიშვილის ბანერი დევს და აღარც საპრეზიდენტო კანდიდატის სამადლობელი ტექსტი.