26 აპრილი 2024,   13:05
ვრცლად
რიმა ბერაძე სკანდალში ეხვევა - საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრს ყოფილი კოორდინატორი ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

რიმა ბერაძე მორიგ სკანდალში ეხვევა - საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატს მმართველი პარტიის ყოფილი კოორდინატორი ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

ოთარ ციგრიაშვილის მტკიცებით, რიმა ბერაძე მის ოჯახს სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციაში მონაწილეობას სთხოვდა, თუმცა მათ უარი უთხრეს, პასუხმა ბერაძე გაანაწყენა და ციგრიაშვილების მიწის ნაკვეთი ჩუღურეთის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მოქმედი კოორდინატორის ოჯახს დაუკანონა.

ოთარ ციგრიაშვილი საკრებულოს დეპუტატს ზეგავლენით ვაჭრობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ სწორედ რიმა ბერაძის შუამდგომლობის საფუძველზეც გაუფორმა რეესტრმა მისი კერძო საკუთრება პარტიის აქტივისტს.

„ქართული ოცნების“ ყოფილმა კოორდინატორმა „კურიერს“ ფარული ჩანაწერი გადასცა, სადაც რიმა ბერაძის ხმა ისმის, რომელიც ადასტურებს, რომ მიწის ნაკვეთის გადაფორმების პროცესში მონაწილეობდა.

ოპოზიცია მომხდარში პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს ხედავს და მიიჩნევს, რომ რიმა ბერაძის საქმიანობით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ.

რიმა ბერაძე ბრალდებებს უარყოფს და ოთარ ციგრიაშვილს ტყუილში ადანაშაულებს.

დღის ამბები