03 მაისი 2024,   22:54
ვრცლად
ტორნადო იტალიის სამხრეთ რეგიონში - სტიქიას ნგრევა მოჰყვა

იტალიის სამხრეთ რეგიონს ტორნადომ გადაუარა. ქარბორბალამ ყველაზე მეტად ქალაქი
ტაურიზანო დაზარალდა. მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია რომ სტიქიას ნგრევა მოჰყვა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ფესვებიანად ამოთხარა ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც ათასობით ადამიანი ელექტროენერგიისა და კომუნიკაციების გარეშეა დარჩენილი. ტორნადო იტალიის კიდევ რამდენიმე ზღვისპირა ქალაქში დაფიქსირდა.

დღის ამბები