ავღანეთში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა. ხელისუფლება ამ დრომდე ცდილობს ორგანიზატორთა ვინაობის დადგენას. ძლიერი აფეთქება ქაბულის ცენტრში მოხდა.
თვითმკვლელმა ტერორისტმა რიტუალების სასახლესთან აიფეთქა თავი, სადაც სასულიერო პირები მუჰამედ წინასწარმეტყველის დაბადების დღესთან დაკავშირებით შეხვედრას მართავდნენ.