26 აპრილი 2024,   16:39
ვრცლად
"300 ათასი ჩემოდნით ექნებათ მოსატანიო" - ნიკა გვარამიამ თამაზ ელიზბარაშვილის მეუღლის მიმოწერა გაასაჯაროა

„კვირის აქცენტებში“ ნიკა გვარამიამ მიმოწერა გაასაჯაროა, რომელიც თამაზ ელიზბარაშვილის მეუღლესა და „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტს შორის შედგა. გზავნილში ელიზბარაშვილის მეუღლე ბიზნესმენებისთვის ფულის წართმევას და ბიზნესის დარეკეტებაზე საუბრობს.

მიმოწერა რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ითხოვს, რომ ელიზბარაშვილი და მისი მეუღლე პროკურატურამ დაკითხოს და უწყებამ ეს საქმე გამოიძიოს.

„დღეს ბიზნესმენები დაიბარეს „ქართუში“ და დამატებითი ხარკი უნდა იხადოს, გაორმაგდაო, გვითხრეს, ხვალ თათბირია მგონი და აფეთქდებიან, ალბათ, ბანკის სესხების დაფარვას რომ შეპირდა ხალხს, ისევ ხალხის ფულით აპირებს.

„20 მილიონი 10 დეკემბრამდე მოიტანეთო, დღეს შეხვდა ვიღაც „ქართუდან“, არ გვაქვსო, ამათ უთხრეს, ფიზიკურად ვერ გადავიხდითო და გრძელვადიან სესხებს გაგაკეთებინებთ თიბისი ბანკიდან. ბევრი ბიზნესმენი იყო დაბარებული.

„ვინმე მურმანი რეკავს, ერთი დღეც თუ დააგვიანდათ იმის მიტანა, რასაც იხდიან, 300 ათასი ჩემოდნით ექნებათ მოსატანიო,“- წერს თამაზ ელიზბარაშვილის მეუღლე მიმოწერაში.

 

დღის ამბები