26 აპრილი 2024,   07:52
ვრცლად
"4 თითის ჩვენების კადრების გარდა, არსებობს ბევრი მტკიცებულება" - ოქუაშვილი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილს ლონდონის სასამართლო პასუხისმგებლობას დააკისრებს

ომეგა ჯგუფის საქმეზე ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაჩვენები 4 თითის ჩვენების კადრები შესაძლოა, ლონდონის სასამართლოში იმისი მტკიცებულება გახდეს, რომ ყოფილი პრემიერი საქართველოში ბიზნესს ატერორებს და მმართველი პარტიის სახელით ფულს სძალავს.

კურიერთან საუბარში ომეგას დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილს ნამდვილად მოუწევს პასუხისგება საერთაშორისო სასამართლოში და ამისთვის ის მზადაა, ქართული ოცნების თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის ფარული ჩანაწერიც წარმოადგინოს, სადაც ივანიშვილი პირდაპირ ითხოვს 4 მილიონს. თუმცა, მისივე მტკიცებით, საქმეში ბევრი მტკიცებულებაა და ეს მხოლოდ ე.წ. 4 თითის კადრები არ არის.

„ლონდონის სასამართლო განიხილავს კომპლექტურად. ყიფიანი წარდგება, როგორც ორგანიზატორი და მასთან მთელი მიმდინარე ჯგუფი. გახარიამ თქვა, რომ დიდი სიხარულით ჩამოვა და მობრძანდეს ლონდონში, კი ბატონო და ექნებათ მასთან კითხვები, როგორც პოლიციის უფროსთან, რომელის ჩარევითაც ბანკმა გასცა თანხა.

"ბევრი ხალხია, რომელსაც აქვს სალაპარაკო. ბიძინა ივანიშვილი თვითონ საუბრობს 4 მილიონზე და თითებს გვაჩვენებს, ოთხ ცალს. მასზე ძალიან კარგად საუბრობს მის ირგვლივ მყოფები დაწყებულია გახარიათი, ლევან ყიფიანი და სხვა.

"შემდეგ ემსახურებიან, ხალხს აშინებენ ბანკში, რომ სასწრაფოდ გაიტანონ. ივანიშვილს ეშინია, როგორც წერილში ჩანს, იმ ოთხი მილიონის. მე უარი უნდა ვთქვა, რომ ის ოთხ მილიონს ითხოვდა იმიტომ, რომ მტკიცებულებები ბევრია, ერთი კადრი არ არის მთავარი, არის მტკიცებულებები უხვად. ეს კადრი ბუნებაში არსებობს და რადგან არსებობს, ამის დამატკიცებელი საბუთებიც არსებობს. ჩვენ გვიყვარს ეს ოთხი თითი, ესეც ბუნებაში არსებობს და წარსდგება პროფესიონალურ ინსტანციაში,“ - ამბობს ზაზა ოქუაშვილი.

დღის ამბები