27 დეკემბერი 2024,   03:15
ვრცლად
"მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, დაიცვან კანონი" - ნათია მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას და პოლიტიკურ სუბიექტებს წინასაარჩევნოდ მიმართავს. უწყება ყველას კანონის დაცვისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის, თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა დარღვევები და რეგიონებში ძალადობრივი შემთხვევები.

„ხვალ, ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, პოლიციის მობილური ჯგუფები მთელი საქართველოს მასშტაბით სრულად იქნებიან მობილიზებულნი. ასევე, დღის განმავლობაში საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობისას პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. აქვე მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, თუ ორგანიზაციას, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, დაიცვან კანონი, საჭიროების შემთხვევაში, მიმართონ პოლიციას და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას,“ -  განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

   

დღის ამბები